“დამოუკიდებელი დეპუტატების“ წევრებმა ახალი პარტია “ჩვენი საქართველო სოლიდარობის ალიანსი“ დააფუძნეს

საქართველოს პარლამენტის ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების“ წევრებმა, ახალი პარტია – “ჩვენი საქართველო სოლიდარობის ალიანსი“ დააფუძნეს.

„დამოუკიდებელი დეპუტატების” თავმჯდომარის, მარიამ ჯაშის განცხადებით, ახალი პარტიის ერთ-ერთი მიზანი ახალი პოლიტიკური კულტურის დამკვიდრება იქნება.

“5 მოქმედი დეპუტატი – ბექა ნაცვლიშვილი, ლევან გოგიჩაიშვილი, ზვიად კვაჭანტირაძე, გედევან ფოფხაძე და მე, ხოლო თბილისის საკრებულოდან ჯაბა ჯიშკარიანი გავერთიანდებით აღნიშნულ პარტიაში. ჩვენ, ბუნებრივია, ღია ვართ თანამშრომლობისთვის სხვა კოლეგების მიმართ და იმედი გვაქვს, რომ კიდევ უფრო გავფართოვდებით. ჩვენი ხედვა იქნება პოზიტიური დღის წესრიგის, ახალი პოლიტიკური კულტურის დამკვიდრება. ჩვენ ვფიქრობთ, რომ 30-წლიანი პოლიტიკური ისტორია, რომელიც სავსეა ურთიერთდაპირისპირებებით და უშინაარსო პოლიტიკით უნდა დასრულდეს”, – განაცხადა მარიამ ჯაშმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები