ვარკეთილში სპეცოპერაცია დასრულდა – მამაკაცი, რომელიც უმისამართოდ ისროდა, დააკავეს
ვარკეთილში სპეცოპერაცია დასრულებულია. მამაკაცი, რომელიც საცხოვრებელი სახლიდან უმისამართოდ ისროდა, პოლიციამ დააკავა.
ადგილზე სამართალდამცავებთან ერთად კვლავ რჩება სპეცტექნიკაც.
შეგახსენებთ, რომ, შს სამინისტროს ინფორმაციით, დღეს ვარკეთილში გაუვნებელყოფის ოპერაცია მიმდინარეობდა.
არსებული ინფორმაციით, მამაკაცი სახლში მარტო იმყოფებოდა, მისი მეუღლე და შვილები კი უსაფრთხო ადგილზე გადაიყვანეს.