ლენტეხის სოფლებში შიდა სასოფლო გზების რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ლენტეხის მუნიციპალიტეტის 24 სოფელში შიდა სასოფლო გზების რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

როგორც “რეგიონულ კვირას” მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს, მხარის რწმუნებული – არჩილ ჯაფარიძე ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერთან – ბადრი ლიპარტელიანთან ერთად ჟახუნდერის, ჩიხარეშის, ლენტეხისა და ჩოლურის თემში შიდა სასოფლო გზების რეაბილიტაციასა და სანიაღვრე არხების მოწყობას ადგილზე გაეცნო.

მათივე ცნობით, პროექტები რეგიონული განვითარების ფონდის დაფინანსებით ხორციელდება და ჯამური ღირებულება 1 210 000 ლარს შეადგენს.

“ლენტეხის მუნიციპალიტეტში შიდა სასოფლო გზების რეაბილიტაციის, სანიაღვრე არხების მოწყობისა და ხიდების რეაბილიტაციის მიმდინარე სამუშაოები აგვისტოს ბოლოს დასრულდება”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები