“გორმედის“ ქსელის ქარელის ცენტრალურმა საავადმყოფომ პაციენტების მიღება განაახლა

გორმედის“ ქსელის ქარელის ცენტრალურმა საავადმყოფომ, რომელიც ახალი კორონავირუსის პანდემიის პირობებში 19 აპრილს ე.წ. ცხელების ზონად გამოცხადდა, მუშაობა ჩვეულ რეჟიმში განაახლა.

შესაბამისად, ყველა არსებული რეკომენდაციის დაცვით, საავადმყოფო პაციენტებს მრავალპროფილური დატვირთვით მოემსახურება.

“მრავალპროფილური ფუნქციის აღდგენის გარდა, კლინიკა მიიღებს ცხელების მქონე პაციენტებსაც, რომელთა მართვაც მოხდება სპეციალურ ბოქსირებულ პალატებში. რაც შეეხება ჩვენს შედეგებს – 19 აპრილიდან 1-ელ ივნისამდე, რამდენი პაციენტის მართვა მოხდა და რამდენი PCR და სწრაფი ტესტი ჩატარდა”, -განაცხადეს ,,გორმედის“ ქსელის ქარელის ცენტრალური საავადმყოფოს ადმინისტრაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები