საქალაქო სასამართლომ საზღვრის უკანონო გადაკვეთისთვის დაკავებულ, თურქეთის 9 მოქალაქეს პატიმრობა შეუფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით დაკავებულ თურქეთის ცხრა მოქალაქეს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა.
დაცვის მხარე აღკვეთის ღონისძიებად რვა პირის შემთხვევაში ათი ათას, ხოლო ერთი პირის შემთხვევაში ხუთი ათას ლარიანი გირაოს გამოყენებას მოითხოვდა, ბრალდების მხარე კი აღკვეთის სახით პატიმრობას მოითხოვდა.
პროცესზე, ასევე, ერთ-ერთმა დაკავებულმა იარაღთან დაკავშირებითაც ისაუბრა. მისი თქმით, აღნიშნული იარაღი საქართველოში შეიძინეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 236 მუხლით მიმდინარეობს, რაც საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთასა და ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენას, შენახვას, ტარებას, დამზადებას, გადაზიდვას, გადაგზავნას ან გასაღებას გულისხმობს. გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტი აწარმოებს.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები