თეთრიწყაროს  მუნიციპალიტეტში 3 ახალი  სკოლა აშენდება

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში 3 ახალი სკოლის მშენებლობა მიმდინარეობს. სოფელ ენაგეთში, საღრაშენსა და ჯვარაში 60 მოსწავლეზე გათვლილი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი  სკოლების მშენებლობის დასრულება მიმდინარე წლის აგვისტოშია გათვალისწინებული. აღნიშნული პროექტები საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერაა დაფინანსებული და მათი ჯამური სახელშეკრულებო ღირებულება 3 000 000 ლარს აღემატება.

პროექტის ფარგლებში მოეწყობა: საკლასო ოთახები, კლასლაბორატორიები, ბიბლიოთეკები და კომპიუტერული კლასის საერთო სათავსები, ღია ხელოვნურსაფარიანი სპორტული მოედნები და კეთილმოეწყობა ეზოს ტერიტორია. ასევე, დამონტაჟდება გათბობისა  და საკანალიზაციო სისტემები.

სკოლები, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, სრულად იქნება ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის.

მიმდინარე სამუშაოებს თეთრიწყაროს მაჟორიტარი დეპუტატი – გოდერძი ჩანქსელიანი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერთან – გიორგი ქორიძესა და მერის მოადგილეებთან ერთად გაეცნო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები