საქსტატი: ინფლაციამ 6.5 % შეადგინა
მაისში ინფლაციამ 6.5% შეადგინა. საქსტატის მონაცემებით, ყველაზე მეტად ფასებმა სურსათსა და უალკოჰოლო სასმელებზე მოიმატა და ზრდამ 14. 7% შეადგინა.
ფასები მომატებულია შემდეგ ქვეჯგუფებზე: ხილი და ყურძენი (47.1 პროცენტი), რძე, ყველი და კვერცხი (24.6 პროცენტი), თევზეული (17.1 პროცენტი), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (14.5 პროცენტი), ყავა, ჩაი და კაკაო (13.9 პროცენტი), ხორცი და ხორცის პროდუქტები (13.5 პროცენტი), ზეთი და ცხიმი (13.1 პროცენტი), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (9.5 პროცენტი), პური და პურპროდუქტები (9.2 პროცენტი), ბოსტნეული და ბაღჩეული (2.7 პროცენტი).