“ქართული ოცნება“ მაჟორიტარობის კანდიდატებს, სავარაუდოდ, ივნისის პირველ ნახევარში დაასახელებს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, “ქართული ოცნება“ მაჟორიტარობის კანდიდატების სიას, სავარაუდოდ, ივნისის პირველ ნახევარში, პროპორციულ სიას კი  სექტემბერში წარადგენს.

„როგორც მაჟორიტარებზე, ასევე, პროპორციულ სიასთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, დაწყებულია მუშაობა.

ამ ყველაფრის შედეგები ცნობილი გახდება მაჟორიტარების ნაწილში, ალბათ, ივნისის პირველ ნახევარში, პროპორციული სიის პრეზენტაციას კი, სავარაუდოდ, სექტემბერში მოვახდენთ“, – განაცხადა კობახიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები