დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების დაუფლების ფაქტზე, ერთი პირი დააკავეს
საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ოპერატიულ – სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე, ერთი პირი დააკავეს.
საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ბრალდებული, 1997 წლით დათარიღებული ყალბი მიღება – ჩაბარების აქტის გამოყენებით, მოტყუებით დაეუფლა თბილისში, ხეხილსანერგე მეურნეობაში მდებარე 157 729 ლარის ღირებულების 1 000 კვ.მ. მიწის ნაკვეთს. აღნიშნული მიწის ნაკვეთი საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დაყადაღდა.