კახეთში 65 წლამდე ქალი თონეში ჩავარდა და დაიღუპა
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ვერხვიანში უბედურ შემთხვევას 65 წლამდე ქალი ემსხვერპლა.
“რეგიონული კვირის“ ინფორმაციით, გარდაცვლილი პურს თონეში, საკუთარ სახლში აცხობდა, რა დროსაც ანთებულ თონეში ჩავარდა და მიღებული დამწვრობის შედეგად გარდაიცვალა.
სოფელ ვერხვიანის წარმომადგენლის თქმით, ქალი შემთხვევის დროს სახლში მარტო იყო და ის მეზობლებმა თონიდან გარდაცვლილი ამოიყვანეს.
“სამწუხაროდ, უბედური შემთხვევის შედეგად 65 წლამდე ქალი გარდაიცვალა. ის ანთებულ თონეში იმ დროს ჩავარდა, როცა პურს აცხობდა. სახლში მარტო იყო და მისი ამოყვანა მეზობლებმა დაგვიანებით შეძლეს, თუმცა ქალი უკვე გარდაცვლილი იყო“, – აღნიშნა ნოდარ ბეგიაშვილმა.
როგორც “რეგიონულ კვირას” შსს-ში განუცხადეს, საქმეზე დაწყებულია გამოძიება სსკ-ის 115 – ე მუხლით.