ბოლნისში კორონავირუსის 18 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ბოლნისის მუნიციპალიტეტში, კორონავირუსის 18 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” ბოლნისის მერიაში განუცხადეს.

მათი ინფორმაციით, 17 პირი სოფელი მუშევანის მკვიდრია, ერთი კი სასწრაფო დახმარების მძღოლი

“ლუგარის ლაბორატორიაში 574 პირის საკვლევი მასალა გაიგზავნა. პასუხები კორონავირუსთან მიმართებაში 18 ადამიანზე დადებითი იყო”, – განაცხადეს მუნიციპალიტეტის მერიაში.

ცნობისთვის, მუნიციპალიტეტში ჯამში კორონავირუსის 181 დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება, მათ შორის 76 უკვე გამოჯანმრთელდა,  3 კი გარდაიცვალა.

შეგახსენებთ, საქართველოს მასშტაბით კოვიდინფიცირებულთა რიცხვი 26-ით გაიზარდა და 783 შეადგინა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები