ამირან გამყრელიძე: ავტობუსებში პატიოსნად იცავენ წესებს, მიკროავტობუსებში არა, გასაფრთხილებელია ეს ხალხი

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძე აღნიშნა, რომ, მისი დაკვირვებით, ავტობუსებში დისტანციის წესები დაცულია, მიკროავტობუსებში კი – არა.
​„გაიხსნა და ამუშავდა საზოგადოებრივი ტრანსპორტი, მობილობის ყველაზე ძლიერი მექანიზმი. ანუ გაიზარდა სერიოზულად მობილობა. გუშინ მე ვაკვირდებოდი, ქალაქში როცა გადავაადგილდებოდი, რამდენად იცავდნენ წესებს და გამიხარდა, ბევრ ავტობუსში რომ ვუყურებდი, თუმცა არა მიკროავტობუსებში და გასაფრთხილებელია ეს ხალხი. ავტობუსებში პატიოსნად იცავდნენ წესებს. დღეს, ვიდრე სამსახურში მომიწევდა მოსვლა, დილით მომიწია ერთ დიდ საჯარო დაწესებულებაში მისვლა და გამიხარდა, რომ ძალიან მოწესრიგებული იყო ადამიანის მიღების, რიგში დგომის და დამცავი საშუალებებით აღჭურვილობის ატრიბუტები“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები