აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებები შეუფერხებლად მიმდინარეობს
სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, აზიური ფაროსანას რიცხოვნობის დადგენის მიზნით, მონიტორინგი გურიის რეგიონში აქტიურად მიმდინარეობს.
სურსათის ეროვნული სააგენტოსა და საკოორდინაციო მართვის ცენტრის უშუალო ძალისხმევით, ლანჩხუთის მუნიციპლიტეტის სოფელ შუხუთში „მოიზიდე და გაანადგურე” პროგრამის ფარგლებში მორიგი წამლობა ჩატარდა.
“სახელმწიფოსა და კერძო სექტორის აქტიური მუშაობის შედეგად, ფაროსანას გავრცელების არეალი, წინა წლებთან შედარებით, შემცირდა და ერთეულ ადგილებში ფიქსირდება, თუმცა ზაფხულის პერიოდში, მისი ბიოლოგიური ციკლიდან გამომდინარე, მავნებელი იწყებს კვერცხდებას, ამიტომ აუცილებელია დროული და ეტაპობრივი წამლობის ჩატარება. მიმდინარე წელს, მონიტორინგის ფარგლებში, მავნებლის სპეციალური დამჭერი ხაფანგები (ფერომონები) დასავლეთ საქართველოს ყველა რეგიონში განთავდა. ამ პროცესში ფერმერთა ჩართულობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
სახელმწიფოს უშუალო მხარდაჭერით, მეთხილე ფერმერებმა ამ ეტაპზე მეორე წამლობა ჩაატარეს, რის შემდეგაც წამლობის პროცესი შემუშავებული სქემის მიხედვით გაგრძელდება”, – ნათქვამია სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.