ფოთის “ცხელების ცენტრში” 7 თვის ჩვილს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

ფოთის კლინიკაში, ,,ცხელების ცენტრში” მოთავსებულ სამ პაციენტს ლაბორატორიული კვლევის შედეგად კორონავირუსი არ დაუდასტურდა, მათ შორის ერთი 7 თვის ჩვილია.

როგორც კლინიკის დირექტორმა, თეა მიგინეიშვილმა “რეგიონულ კვირას” განუცხადა, ცხელების ცენტრის ბოქსირებულ პალატებში ამ დროისთვის ორი პაციენტი იმყოფება. მისივე თქმით, მათი ნიმუშებს დღეს გამოკვლევენ.

„სამ პაციენტს ფოთიდან კორონავირუსი არ დაუდასტურდა და ისინი ბინაზე უკვე გაეწერნენ. მათ შორის იყო 7 თვის გოგონა, 14 წლის ბიჭი და 55 წლის მამაკაცი. ამჯერად, კლინიკაში გვყავს ორი პაციენტი და ისინი მოთავსებულნი არიან ბოქსირებულ პალატებში. ესენი არიან 34 წლის ქალი ლანჩხუთიდან და 11 თვის ჩვილი ფოთიდან. მათ პასუხებს დღეს ველოდებით”, – განაცხადა თეა მიგინეიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები