მდინარე ჩხერიმელაზე ახალი ხიდი აშენდება

ხარაგაულში მუნიციპალიტეტის სოფელ ლაშეში, მდინარე ჩხერიმელაზე ახალი საავტომობილო ხიდი აშენდება.

ამ ეტაპზე მოსახლეობა დროებითი, ალტერნატიული ხიდით სარგებლობს.

ახალი ხიდის მოწყობის სამუშაოებს შპს „როსტვერკი“ ასრულებს და პროექტის ღირებულება 565 831 ლარია.

მდინარე ჩხერიმელაზე მდებარე ხიდი, რომლითაც ოთხი სოფელი სარგებლობდა, გასულ წელს სტიქიის შედეგად დაზიანდა.

ხიდის მშენებლობა სახელშეკრულებო პირობებით მიმდინარე წლის ნოემბერში უნდა დასრულდეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები