დღეიდან ყველა სახის მუნიციპალური ტრანსპორტი, მათ შორის, მეტროც ამუშავდა
დღეს დილიდან ყველა სახის მუნიციპალური ტრანსპორტი, მათ შორის, მეტროც ამუშავდა.
ამის შესახებ გადაწყვეტილება, უწყებათშორისი საბჭოს სხდომაზე რამდენიმე დღის წინ მიიღეს. თუმცა, როგორც პრემიერმა, გიორგი გახარიამ განაცხადა, აუცილებელი იქნება კონკრეტული წესების დაცვა, მათ შორის, პირბადის ტარება.
„აუცილებელია პირბადის ტარება. ამაზე პასუხისმგებელი იქნებიან მუნიციპალური ტრანსპორტის ხელმძღვანელი ორგანიზაციები ან კერძო ტრანსპორტის მფლობელები“, – აღნიშნა პრემიერმა.
შეგახსენებთ, რომ, კორონავირუსის საწინააღმდეგო პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, საზოგადოებრივი ტრანსპორტით – მეტროთი და ავტობუსებით გადაადგილება 30 მარტს აიკრძალა, ხოლო მიკროავტობუსების მომსახურება საქართველოს მასშტაბით 18 მარტიდან შეჩერდა.