გაერო-ს გენერალური მდივნის, ანტონიუ გუტიერეშის განცხადებით, კორონავირუსის პანდემია მსოფლიოს ეკონომიკისთვის, შესაძლოა კატასტროფული შედეგის მომტანი იყოს.
მისი თქმით, თუ მსოფლიო ლიდერებმა მოქმედება დაუყოვნებლივ არ დაიწყეს, პანდემია მთელს მსოფლიოში მასშტაბურ ნგრევასა და სასოწარკვეთას გამოიწვევს.
“შიმშილი ისტორიულ მასშტაბებს მიაღწევს. კიდევ 60 მლნ ადამიანი შეიძლება, უკიდურეს სიღატაკეში აღმოჩნდეს. მსოფლიოს ნახევრამდე შრომითი რესურსი – 1,6 მლრდ ადამიანი შესაძლოა, შემოსავლის გარეშე დარჩეს”, – აღნიშნა გუტიერეშმა.
მისი თქმით, მსოფლიოს წარმოების ზღვარი შესაძლოა 8,5 ტრლნ-მდე ჩამოვიდეს, რაც 1930-იანი წლების დიდი რეპრესიის შემდეგ ყველაზე მასშტაბური ვარდნა იქნება.
“პანდემიამ ჩვენი სისუსტეები გამოავლინა. ტექნოლოგიური და სამეცნიერო მიღწევების მიუხედავად, უპრეცედენტო ჰუმანიტარულ კრიზისში ვიმყოფებით, რომელიც მიკროსკოპულმა ვირუსმა გამოიწვია. რთული და საშიში დროა. ის მთელი სერიოზულობითა და პასუხისმგებლობით უნდა გავიაროთ. კორონავირუსის გავრცელების შეჩერება და სწრაფი აღდგენა დაჯდება ფული, მაგრამ მათ გარეშე საფასური გაცილებით დიდი იქნება”, – აღნიშნა გაერო-ს გენერალურმა მდივანმა.