ხათუნა ზახაშვილი: საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა 42 პროცენტი კაცია, 58 კი – ქალი

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსის, ხათუნა ზახაშვილის განცხადებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული 738 პაციენტიდან 42 პროცენტი მამაკაცია, ხოლო 58 – ქალი.

მისივე თქმით, ინფიცირების მინიმალური ასაკი 2 წელია.

„ინფიცირებულთა 42% კაცი, ხოლო 58% ქალია. რაც შეეხება ბავშვებს, 15 წლის ასაკის ჩათვლით გვყავს დაავადებულთა 8.4%, ინფიცირებულების მინიმალური ასაკი არის 2 წელი. ხოლო ინფიცირებულები 10.2% არის 18 წლამდე“, – აღნიშნა ზახაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები