გია ვოლსკი: სრული ლუსტრაცია მოხდა, ოპოზიცია და ვირუსი ცალ მხარეს აღმოჩნდნენ

“გუშინ სრული ლუსტრაცია მოხდა იმისა, რაც ჩვენს ქვეყანაში ამ ურთულეს პერიოდში ხდება. ოპოზიცია და ვირუსი აღმოჩნდნენ ცალ მხარეს”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გია ვოლსკიმ პრემიერმინისტრის გუშინდელ ანგარიშთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, პრემიერის პარლამენტში გამოსვლისას გამოიკვეთა, რომ არ არსებობს დარგი და მიმართულება, რომელიც არაკომპეტენტურად იმართება.

“გუშინ სრული ლუსტრაცია მოხდა იმისა, რაც ჩვენს ქვეყანაში ამ ურთულეს პერიოდში ხდება. ოპოზიცია და ვირუსი აღმოჩნდნენ ცალ მხარეს. გამოიკვეთა ის, რომ არ არსებობს დარგი და მიმართულება, სადაც კომპეტენტური მმართველობა არ არის და გაქრა მითები. რასაკვირველია, გაბრაზებული ოპოზიცია ახლა ილაპარაკებს კორუფციაზე, რაღაც შეუსრულებელ დაპირებებსა და პოლიტიკურ პატიმრებზე”, – აღნიშნა ვოლსკიმ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები