გია ვოლსკი: არავითარი წინაპირობა და მეცნიერული დასაბუთება არ არსებობს, რომ ლუგარის ლაბორატორიაში შეიძლება, იარაღი ან რაიმე კანონსაწინააღმდეგო არსებობდეს

“არსებობს დადგენილი წესები და ამ წესებით ლუგარის ლაბორატორიის შემოწმებამ მოგვცა ძალიან კარგი სურათი, რომელიც ჟენევაშიც, გაერო-ს ოფისში იყო განხილული და უმაღლეს დონეზე იქნა შეფასებული”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გია ვოლსკიმ განაცხადა.

მისივე თქმით, არავითარი იმის წინაპირობა და მეცნიერული დასაბუთება არ არსებობს, რომ ლუგარის ლაბორატორიაში შეიძლება, იარაღი ან რაიმე კანონსაწინააღმდეგო არსებობდეს.

„არსებობს დადგენილი წესები და ამ წესებით ლუგარის ლაბორატორიის შემოწმებამ მოგვცა ძალიან კარგი სურათი, რომელიც ჟენევაშიც, გაერო-ს ოფისში იყო განხილული და შეფასებულ იქნა უმაღლეს დონეზე. არავითარი ამის წინაპირობა და მეცნიერული დასაბუთება არ არსებობს, რომ აქ შეიძლება, იარაღი ან რაიმე კანონსაწინააღმდეგო არსებობდეს. ჩვენ ვთავაზობთ რუსეთს, რომ კვლავაც ასეთ ფორმატში, მათი მონაწილეობით ჩატარდეს შემდგომი კვლევა. ვინაიდან ამაზე რუსეთი უარს ამბობს, ეს გვაჩვენებს, რომ მიკერძოებული და თავისი სტრატეგიული პოლიტიკური ამოცანები აქვს სახელმძღვანელოდ, რათა დაწერონ ის, რაც სურთ“, – აღნიშნა ვოლსკიმ.

ცნობისთვის, რუსეთი საქართველოსგან რუსი სპეციალისტების მოთხოვნაზე რიჩარდ ლუგარის სახელობის ლაბორატორიაში შეშვებასთან დაკავშირებით პასუხს ელოდება, „ვინაიდან მოსკოვი შეშფოთებულია ინფორმაციის უქონლობით ლაბორატორიის მუშაობასთან დაკავშირებით“. „ტასის“ ინფორმაციით, ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს კომენტარშია აღნიშნული.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები