გიორგი გახარია: მეორე ტალღისთვის ბევრად მომზადებულები ვიქნებით, რეზერვები უკვე არსებობს და მუშაობას ვაგრძელებთ

მეორე ტალღისთვის ბევრად უფრო მომზადებულები ვიქნებით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ პარლამენტში განაცხადა, სადაც Covid-19-ის პანდემიის პირობებში, საგანგებო მდგომარეობის დროს მთავრობის მიერ განხორციელებული ღონისძიებების შესახებ ანგარიში წარადგინა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ქვეყნის სასურსათო უზრუნველყოფას რაც შეეხება, აქ არანაირი პრობლემები არ იქნება.

„რა თქმა უნდა, ჩვენ წინასწარ რაღაც მოდელები თანამშრომლობის, ერთობლივი მუშაობის ბიზნესთან, კონკრეტულ კომპანიებთან უკვე დავალაგეთ, მაგრამ ასევე სახელმწიფოს მხრიდან რეზერვების შექმნის, უფრო დამოუკიდებლად რომ ვიმოქმედოთ, აქაც უკვე გარკვეული სქემები გვაქვს. მინდა გითხრათ, რომ დაგროვილი რეზერვები უკვე არსებობს და ჩვენ ამ მუშაობას ვაგრძელებთ. მეორე ტალღისთვის ბევრად უფრო მომზადებულები ვიქნებით. ქვეყნის სასურსათო უზრუნველყოფას რაც შეეხება, აქ არანაირი პრობლემები არ იქნება. ამ კრიზისის დროს, რომელიც იყო აბსოლუტურად მოულოდნელი, დაახლოებით, ერთი-ორი საათით, რამდენიმე მსხვილი სუპერმარკეტის დახლზე იყო რაღაც პატარა დეფიციტი, აბსოლუტურად დაუსაბუთებელი, მაგრამ იყო ასეთი შემთხვევები და ამაზე ხდებოდა სწრაფი რეაგირება, ეს დახლები ივსებოდა, უკეთესი მზაობა გვექნება ამ ნაწილში,“ – აღნიშნა გიორგი გახარიამ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები