გიორგი გახარია: წინ მივიწევთ ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების გზაზე და საერთაშორისო პარტნიორებს მხარდაჭერისთვის მადლობას ვუხდი

წინ მივიწევთ ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების გზაზე და საერთაშორისო პარტნიორებს მხარდაჭერისთვის მადლობას ვუხდით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ოფიციალურ გვერდზე წერს.

მთავრობის მეთაური აღნიშნავს, რომ ტერიტორიების ოკუპაციის პირობებში, თავისუფლებისთვის ბრძოლა არ დასრულებულა.

„საქართველოში დამოუკიდებლობის დეკლარაციის 102 წლის იუბილეს ვზეიმობთ. ტერიტორიების ოკუპაციის პირობებში, თავისუფლებისთვის ბრძოლა არ დასრულებულა, წინ მივიწევთ ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების გზაზე და საერთაშორისო პარტნიორებს მხარდაჭერისთვის მადლობას ვუხდით“, – აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები