ევროკავშირში კორონავირუსის მეორე ტალღისთვის მზადებას იწყებენ
ევროკავშირი კორონავირუსის შესაძლო მეორე ტალღის გავრცელებასთან დაკავშირებით მზადყოფნის ამაღლებას იწყებს.
ამის შესახებ ევროკომისიის ვიცეპრეზიდენტმა, მაროშ შევჩოვიჩმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, მაგალითად, მოხდება სამედიცინო აღჭურვილობის მარაგის შექმნა.
“აქტიურად ვმუშაობთ იმაზე, რომ პანდემიის შესაძლო მეორე ტალღისთვის ჩვენი მზადყოფნა გავაუმჯობესოთ”, – თქვა შევჩოვიჩმა.
მან ხაზი გაუსვა, რომ უნდა მოხდეს მედიკამენტების უკმარისობის აღმოფხვრა, ასევე, ჯანდაცვის სფეროში რეკომენდაციების მომზადება.