დღეიდან საგამოძიებო სამსახურის განახლებული ვებგვერდი – is.ge ამოქმედდა

დღეიდან ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის განახლებული, ორენოვანი – ქართულ-ინგლისური, მობილურ მოწყობილობებთან თავსებადი და სხვადასხვა სოციალურ პლატფორმასთან ინტეგრირებული ვებგვერდი – IS.GE ამოქმედდა.

როგორც “კვირას” საგამოძიებო სამსახურიდან აცნობეს, უწყების ოფიციალურ გვერდზე ვიზიტორებს შეეძლებათ, გაეცნონ საფინანსო-ეკონომიკურ სფეროში ჩადენილ დანაშაულთა წინააღმდეგ ბრძოლაში საგამოძიებო სამსახურის საქმიანობას, სხვა სიახლეებსა და აქტივობებს, სამსახურის ყოველწლიურ ანგარიშებს, ასევე, ფოტო-და ვიდეოგალერეას.

განახლებულ ვებგვერდზე განთავსებული ელექტრონული აპლიკაციის მეშვეობით საქართველოს მოქალაქეები სხვადასხვა რეგიონიდან დისტანციურად, დოკუმენტბრუნვის გარეშე შეძლებენ მონაწილეობის მიღებას უწყების მიერ გამოცხადებულ სტაჟირების პროგრამის პირველად შესარჩევ ეტაპზე.

სხვადასხვა სიახლესთან ერთად, ინტერნეტმომხმარებელთათვის კიდევ უფრო მეტადაა გამარტივებული საგამოძიებო სამსახურის რეგიონული თუ ცენტრალური სამმართველოს ოფისების ვიზუალური იდენტიფიცირება და მათ შესახებ საკონტაქტო ინფორმაციის მოძიება.

უწყების ვებგვერდი ფინანსთა სამინისტროს სსიპ საფინანსო-ანალიტიკური სამსახურის ტექნიკური მხარდაჭერით განახლდა.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები