თეიმურაზ შარაშენიძე: არ ვიზიარებ კრიტიკას, რომ საელჩომ ვერ იმუშავა

უკრაინაში საქართველოს ელჩი, რომელიც მიხეილ სააკაშვილის თანამდებობაზე დანიშვნის გამო თბილისში კონსულტაციისთვის გამოიწვიეს, საგარეო საქმეთა სამინისტროში მივიდა.

როგორც უწყებაში შესვლამდე ელჩმა, თეიმურაზ შარაშენიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, არ იზიარებს პოზიციას, რომ საელჩომ შესაბამისად ვერ იმუშავა.

მისივე თქმით, დღევანდელი კონსულტაციებისას საუბარი ახლადშექმნილი რეალობიდან გამომდინარე ორ პარტნიორ ქვეყანას შორის არსებული თანამშრომლობის ყველა საკითხს შეეხება.

“დამთავრდა კარანტინი, მოვედი კონსულტაციებზე, მიზეზი თქვენთვის კარგად არის ცნობილი. ახლადშექმნილი რეალობიდან გამომდინარე, ორ პარტნიორ ქვეყანას შორის არსებული თანამშრომლობის ყველა საკითხს განვიხილავთ. დღეს დაიწყება კონსულტაციები, როდის დამთავრება, ვერ გეტყვით. არ ვიზიარებ კრიტიკას, რომ საელჩომ ვერ იმუშავა. საელჩომ იმუშავა. მე რაც ჩამოვედი, სულ მაგას გეუბნებით, რომ მქონდა კომუნიკაცია უმაღლეს დონეზე უკრაინის და მოგახსენეთ უკვე, რომ გადავეცით საპროტესტო ნოტა, პროტესტის ფორმად არჩეული იქნა ელჩის გამოწვევა კონსტულაციისთვის და ჩამოვედი და დღეს ვიწყებთ ამ კონსულტაციებს. უკრაინის მხარემ ჩვენი ეს პროტესტი, როგორც ჩვენმა სტრატეგიულმა პარტნიორმა, მიიღო, არ გაკვირვებია”, – განაცხადა ელჩმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები