მარნეულში 14 დღეა, კორონავირუსის შემთხვევა არ დაფიქსირებულა

მარნეულის მუნიციპალიტეტში 14 დღეა, კორონავირუსის შემთხვევა არ გამოვლენილა. ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” მარნეულის “ჯეოჰოსპიტალის” კლინიკის დირექტორმა, ტატა შენგელაიამ განუცხადა.

მისი თქმით, გუშინ გადაგზავნილი 5 საკვლევი მასალიდან COVID-19 არცერთს დაუდასტურდა.

“გუშინ ლუგარის ლაბორატორიაში გაიგზავნა 5 საკვლევი მასალა. დღეს დილით მივიღეთ პასუხები და ყველა მათგანი უარყოფითია. უკვე ორი კვირაა, ჩვენთან ვირუსის შემთხვევა აღარ ყოფილა”, – უთხრა “რეგიონულ კვირას” ტატა შენგელაიამ.

ცნობისთვის, მარნეულის მუნიციპალიტეტში, ჯამურად, კოვიდინფიცირების 29 შემთხვევა დადასტურდა, მათგან 24 უკვე გამოჯანმრთელდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები