ფშაველი-აბანო-ომალოს გზაზე გაწმენდითი სამუშაოები ზვავსაშიშროების მოხსნისთანავე განახლდება

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ფშაველი-აბანო-ომალოს საავტომობილო გზის გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარე წლის მარტის ბოლოს დაიწყო. მათივე ცნობით, 5 მაისს, ზვავის ჩამოწოლოს გამო, სამუშაოები შეჩერდა.
ამ ეტაპზე, მეწყრისა და ზვავსაშიშროების გამო, გზის გაწმენდითი სამუშაოები დროებით შეჩერებულია. კონტრაქტორი ორგანიზაციის მიერ, უკვე მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა და სამუშაოები ზვავსაშიშროების მოხსნისა და მეტეოროლოგიური პირობების გაუმჯობესებისთანავე განახლდება.
აღსანიშნავია, რომ ფშაველი-აბანო-ომალოს საავტომობილო გზა უკვე გაწმენდილია 45 კმ-მდე, მათ შორის 22-ე კმ-ზე დამეწყრილი მონაკვეთი. ფშაველი-აბანო-ომალოს საავტომობილო გზა ჯამში 72 კილომეტრია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები