ზედა სიმონეთში 741 ოჯახი გაუმჯობესებული წყალმომარაგებით ისარგებლებს

თერჯოლის მუნიციპალიტეტში, წყალმომარაგების გაუმჯობესების მიზნით, სამუშაოები მიმდინარეობს.  მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა – ლაშა გოგიაშვილმა, მოადგილე – მანუჩარ რობაქიძესა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად,  ზედა სიმონეთის ადმინისტრაციულ ერთეულში მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა, ასევე, ქვედა სიმონეთის წყალმომარაგების სისტემაში არსებულ პრობლემებს გაეცნო.

“ზედა სიმონეთში რეგიონული განვითარების ფონდის დაფინანსებით, ადგილობრივი ბიუჯეტის თანამონაწილეობით, მიმდინარეობს მნიშვნელოვანი პროექტი, რომლის დასრულების შემდეგაც 741 ოჯახი წყლით იქნება უზრუნველყოფილი. მუნიციპალიტეტის მოსახლეობის წყალმომარაგების გაუმჯობესების მიზნით და დამატებითი წყლის მარაგის მისაღებად, ადგილობრივი ხელისუფლების მიერ მიმდინარეობს აქტიური ღონისძიებები. ამ ეტაპზე, ადგილობრივი ბიუჯეტიდან შევიძინეთ სხვადასხვა დიამეტრისა და სიგრძის მილები, რომელიც ა(ა)იპ დასუფთავებისა და კეთილმოწყობის მუნიციპალური ცენტრის მიერ ადმინისტრაციულ ერთეულებშია შეტანილი, დაზიანებების აღმოფხვრისა და წყლის რეზერვის მოძიების შემთხვევაში, ახალი აბონენტების დამატების მიზნით. წყალმომარაგების გაუმჯობესება, მოსახლეობის მოთხოვნიდან გამომდინარე, ადგილობრივი ხელისუფლებისათვის პრიორიტეტულ საკითხად რჩება”, – განაცხადა ლაშა გოგიაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები