რუსთავში ძლიერმა ქარმა ხე მოგლიჯა და სარეკლამო ბანერი დააზიანა
რუსთავში ძლიერმა ქარმა ხე მოგლიჯა და სარეკლამო ბანერი დააზიანა.
ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო სამსახური და საპატრულო პოლიცია. ისინი მოსახლეობას მოუწოდებენ აღნიშნულ ტერიტორიაზე გადაადგილებისაგან თავი შეიკავონ.
ცნობისთვის,რამდენიმე საათის წინ, ძლიერმა ქარმა რუსთავის სტადიონის ცენტრალურ შესასვლელს სახურავი გადახადა.