უკრაინაში, მოხუცთა თავშესაფარში კორონავირუსის 12 შემთხვევა გამოვლინდა

უკრაინაში, როვენის ოლქში მდებარე მოხუცთა და შშმ პირთა თავშესაფარში კორონავირუსის 12 შემთხვევა გამოვლინდა.

ამის შესახებ ოლქის სახელმწიფო ადმინისტრაციის პრესსამსახურში განაცხადეს.

უწყების ინფორმაციით, იფნცირებულთაგან 6 თავშესაფრის თანამშრომელია.

აღინიშნება, რომ ყველა დაინფიცირებული ერთი კორპუსიდან არის, რომელიც უკვე იზოლირებულია. ადგილზე მედიკოსების ორი ბრიგადა მუშაობს, ისინი იმ პირებს ამოწმებენ, ვინც ინფიცირებულებთან კონტაქტობდა, ტარდება ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებები.

გარდა ამისა, დაწყებულია გამოძიება.

21 მაისის მდგომარეობით, უკრაინაში კორონავირუსის 19 706 შემთხვევაა დადასტურებული, 579 პაციენტი გარდაიცვალა, 6 227 გამოჯანმრთელდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები