6 დღეა, შიდა ქართლში კორონავირუსის ახალი შემთხვევა არ დადასტურებულა

ბოლო 24 საათის განმავლობაში შიდა ქართლის რეგიონიდან ლუგარის ლაბორატორიაში გაგზავნილი 76 სატესტო ნიმუშიდან “კოვიდ 19” არაცერთ პირს დაუდასტურდა. აღნიშნულის შესახებ „რეგიონულ კვირას“ სამხარეო ადმინისტრაციაში შექმნილი საგანგებო შტაბიდან აცნობეს.

შეგახსენებთ, ამ დროისთვის, რეგიონში “კოვიდ 19”-ით ინფიცირების 10 დადასტურებული შემთხვევაა. მათგან 1 კასპის მუნიციპალიტეტის სოფელი ხოვლეში დაფიქსირდა, 2 – ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელი ხიდისყურში, 7 კი – გორის მუნიციპალიტეტის სოფელ თერგვისში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები