“8 მარტის შეთანხმება სრულად უნდა შესრულდეს და მხარეებმა, რომლებიც ჩართული იყვნენ მოლაპარაკებებში, მათ მიერ ნაკისრი ვალდებულებები უნდა შეასრულონ. მჯერა, რომ საქართველო საკონსტიტუციო ცვლილებებს მიიღებს”, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა.
მისივე თქმით, 2020 წლის არჩევნები საქართველოსთვის იქნება კიდევ ერთი შესაძლებლობა, წარმოაჩინოს საკუთარი ერთგულება დემოკრატიის მიმართ.
“8 მარტის შეთანხმება აღარ საჭიროებს დამატებით განმარტებას. მხარეებმა იციან, რა პირობებზეც დათანხმდნენ. ეს მათ თავად შეიმუშავეს. შეთანხმების სრულად განხორციელება არის ქვეყნის ინტერესებში, რადგან ის მიმართულია პარალიზებული პოლიტიკური ვითარების დეპოლარიცაზიისკენ და უკეთესი პირობების შესაქმნელად 2020 წლის არჩევნებისთვის. შესაბამისად, ამ შეთანხმების სრულად შესრულება არის მნიშვნელოვანია. ასევე მნიშვნელოვანია საარჩვენო კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანა, რომელიც ასახასვს იმ რეკომენდაციებს, რაც ეუთო/ოდირს აქვს. კონსტიტუციური ცვლილებები ქართველი ხალხის არჩევანია, რაც გულისხმობს უფრო მეტად პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას, რაც თავის მხრივ უზრუნველყოფს უფრო მეტ პლურალიზმს პარლამენტში. მე იმედი მაქვს, რომ პარლამენტი განახორციელებს ამ საკონსტიტუციო ცვლილებებს, ეს იქნება 8 მარტის შეთანხმების ერთი ნაწილი. რაც შეეხება მეორე ნაწილს – შეთანხმება სრულად უნდა შესრულდეს და მხარეებმა, რომლებიც ჩართული იყვნენ მოლაპარაკებებში უნდა შეასრულონ მათ მიერ ნაკისრი ვალდებულებები. ოპტიმისტურად ვარ განწყობილი და მჯერა, რომ საქართველო ამ საკონსტიტუციო ცვლილებებს მიიღებს. 2020 წელი საქართველოსთვის კრიტიკული წელია, შემოდგომაზე გამართული არჩევნები საქართველოსთვის იქნება კიდევ ერთი შესაძლებლობა წარმოაჩინოს საკუთარი ერთგულება დემოკრატიის მიმართ და აჩვენოს ის პროგრესი, რასაც მიაღწია ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე”, – განაცხადა ელჩმა.