მაკა სოლოღაშვილი: ჩვენს კლინიკაში მოთავსებული, კორონავირუსით ინფიცირებული ბავშვი ე.წ. ბოლნისის კლასტერიდანაა, ვირუსი მისი ოჯახის წევრებსაც დადასტურებული აქვს

ბოჭორიშვილის კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის, მაკა სოლოღაშვილის განცხადებით, მათ კლინიკას დღეს ორი გამოჯანმრთელებული პაციენტი დატოვებს.

მისივე თქმით, ამ ეტაპზე, კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული 43 პაციენტი მკურნალობს.

“დღეს ბოქსირებულ სექტორში 56 პაციენტი მკურნალობს, აქედან კორონავირუსი 43-ს აქვს დადასტურებული. 43 პაციენტიდან გუშინ, გვიან ღამით მოვიდა ორი პაციენტის გამოჯანმრთელების შესახებ ინფორმაცია და დღეს დატოვებენ კლინიკას. გვყავს ერთი ახალი პაციენტი, ბავშვი, დადასტურებული დიაგნოზით. ეს პაციენტი გუშინ საეჭვო შემთხვევად მოიაზრებოდა. ის უკვე დადასტურებული დიაგნოზიანი პაციენტების ოჯახის წევრია და არის ბოლნისის კლასტერი.

ორი პაციენტი რეანიმაციაში რჩება, თუმცა დღეს ერთ-ერთი მათგანის პალატაში გადაყვანის საკითხი განიხილება. 4 პაციენტია საყურადღებო. 5 პაციენტი ელოდება კვლევაში ჩართვას”, – განაცხადა სოლოღაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები