ბოლნისში კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ მუშევანში კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიაში განუცხადეს.
მათი თქმით, გუშინ ლაბორატორიაში 145 პირის საკვლევი მასალა გადააგზავნეს, აქედან 130 სოფელ მუშევანიდან, 15 კი ბოლნისიდან იყო. მათი პასუხები ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი.

ცნობისთვის, ჯამში სოფელ მუშევანში 50 პირია ინფიცირებული.

მთლიანად მუნიციპალიტეტში კი ჯამში 156 კოვიდინფიცირების ფაქტია, აქედან 66 გამოჯანმრთელდა, ხოლო 3 გარდაიცვალა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები