ირაკლი სესიაშვილი: მმართველი პოლიტიკური ძალა ვიღებთ შეთანხმებაზე პასუხისმგებლობას და ცხადია, საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს დავუჭერთ
“8 მარტის პოლიტიკური შეთანხმება, რომელიც შედგა მიზანმიმართულია იმისკენ, რომ არჩევნები მშვიდ გარემოში ჩატარდეს”,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, მმართველი გუნდი საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს დაუჭერს.
“ის პოლიტიკური შეთანხმება, რომელიც შედგა ძალიან კარგად იცით, რომ მიზანმიმართულია იმისკენ რომ არჩევნები მშვიდ გარემოში ჩატარდეს და ნაკლები იყოს პოლარიზაცია, მაგრამ როგორც ჩანს ჩვენს ოპონენტებს, “ნაცკლასტერს” არ სურს პასუხისმგებლობა აიღოს ამაზე. მათი რევოლუციური თუ დესტრუქციული მიზნები მეორეხარისხოვანია. მთავარია, რომ ჩვენ მმართველი პოლიტიკური ძალა ვიღებთ შეთანხმებაზე პასუხისმგებლობას და თავისთავად ცხადია, მხარს დავუჭერთ საკონსტიტუციო ცვლილებებს”, – განაცხადა სესიაშვილმა.