შიდა ქართლის მკვიდრი, კოვიდინფიცირებული მოზარდი გამოჯანმრთელდა
ბოჭორიშვილის კლინიკა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ თერგვისში მცხოვრებმა, კოვიდ19 -ით დაინფიცირებული არასრუწლოვანმა უკვე დატოვა. გამოჯანმრთელებული პაციენტი გორის სამხედრო ჰოსპიტალში მომუშავე, კორონავირუსით დაინფიცირებული უმცროსი მედდის ოჯახის წევრია.
ცნობისთვის, გორის სამხედრო ჰოსპიტალში მომუშავე უმცროსს მედდას კორონავირუსი 29 აპრილს გაუდგინდა. დაინფიცირებული მედდა, ორ არასრულწლოვანთან ერთად თბილისში, ბოჭორიშვილის კლინიკაში გადაიყვანეს. როგორც ბოჭორიშვილის კლინიკაში აცხადებენ, კოვიდ 19-ით დაინფიცირებული მეორე არასრუწლოვანის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
შეგახსენებთ, ამ დროისთვის, შიდა ქართლის რეგიონში კოვიდ 19 დაინფიცირების 10 შემთხვევაა გამოვლენილი.