ქუთაისში დეკორატიული ყვავილების დარგვა დაიწყო

ქუთაისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების, კეთილმოწყობისა და დასუფთავების სამსახურმა ყვავილებისა და დეკორატიული მცენარეების დარგვა მთელი ქალაქის მასშტაბით დაიწყო.

საგაზაფხულო სამუშაოები, კორონავირუსის პანდემიის გამო, ჩვეულებრივზე გვიან დაიწყო. სამსახურმა სულ 80 ათასი ლარის ყვავილის ნერგი შეიძინა. ყვავილები უკვე დაირგო ქალაქის ცენტრალურ ბულვარში, ასევე, გამარჯვების, საფიჩხიისა და ვაკისუბნის ადმინისტრაციულ ორგანოებში – იქ, სადაც უსაფრთხოების კუნძულებია მოწყობილი. ჯამურად, ქუთაისში სულ 120 ათასი ძირი ყვავილი დაირგვება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები