ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში ვანდალიზმის ფაქტი დაფიქსირდა – მოპარულია მცენარეებიც

ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში სკამები და საპირფარეშოს კარი დააზიანეს, – ამის შესახებ ინფორმაციას ბაღის ადმინისტრაციას ადასტურებს და ამბობს, რომ დაფიქსირდა მცენარეთა მოპარვის და დაზიანების ფაქტებიც.

„ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში კვლავ გრძელდება ვანდალიზმის ფაქტები. ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი თითოეული ჩვენი მოქალაქის საკუთრებაა და მისი დაზიანება გულისხმობს სხვისი ქონების დაზიანებას.
ბოტანიკურ ბაღის ტერიტორიაზე არაერთხელ დაფიქსირდა სკამის დაშლის ფაქტი. აღნიშნული ფაქტები მიუთითებს მიზანმიმართული ქმედებისაკენ, რადგან მსგავსი ქმედება შეუძლებელია ხელსაწყოების არქონის გარეშე.
ასევე, შეუძლებელია ხელსაწყოების ქონის გარეშე მოიხსნას საპირფარეშოს კარის საკეტი. განსაკუთრებით დილისა და საღამო პერიოდებში, არასამუშაო საათებში ბოტანიკური ბაღის ტერიტორიაზე დაფიქსირებულია მცენარეთა მოპარვის ან, დაზიანების ფაქტები.
მოვუწოდებთ საზოგადოებას, თავი შეიკავოს მსგავსი ქმედებებისკენ, რადგან თითოული ეს ფაქტი იწვევს სისხლის სამართლის დევნას სხვისი ქონების განზრახ, გაუფრთხილებლად დაზიანებას“, – აცხადებენ ბაღის ადმინისტრაციაში.

ცნობისთვის, მიმდინარე წლის იანვარში ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში სარემონტო სამუშაოების დროს, აღმოჩენილი უძველესი ჭურჭელი – ქვევრი დააზიანეს. უფრო ადრე კი ნავის ერთი ნიჩაბი და სკამი. ასევე, გარე განათების რამდენიმე ბოძი. რისთვისაც ერთ პირს ზუგდიდის სასამართლომ  თავისულფლების 1 წლით აღკვეთა მიუსაჯა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები