ახალციხეში გიორგიწმინდისა და მუგარეთის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის რეაბილიტაცია განახლდა
ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფლების – გიორგიწმინდისა და მუგარეთის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის რეაბილიტაცია განახლდა.
პროექტის ფარგლებში, ასფალტის საფარი გზის 1400 მეტრიან მონაკვეთზე დაიგება, სადაც ამ დროისთვის გრუნტის მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს. სამუშაოების დასრულების შემდეგ, კეთილმოწყობილი გზით სამის სოფლის: გიორგიწმინდის, ფერსისა და მუგარეთის მაცხოვრებლები ისარგებლებენ.
პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება. მუნიციპალიტეტის მასშტაბით, მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების შესაბამისად ხორციელდება.