გორის მუნიციპალიტეტის ბაგა-ბაღებში პროდუქტის გაცემის მეხუთე ეტაპი მიმდინარეობს

გორის მუნიციპალიტეტის ბაგა-ბაღებში პროდუქტის გაცემის მეხუთე ეტაპი მიმდინარეობს.

როგორც გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის სააგენტოში განაცხადეს, პაკეტი ​არამალფუჭებადი პროდუქტებისგან შედგება და გორის მუნიპალიტეტის მასშტაბით, 62 ბაგა-ბაღის 6000 აღსაზრდელის ოჯახზეა გათვლილი.

“პროდუქტის გაცემის პროცესი ყველა სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვით მიმდინარეობს. შეგახსენებთ, რომ, კორონავირუსის პრევენციის მიზნით, გორის მუნიციპალიტეტის ბაგა-ბაღებში, სააღმზრდელო პროცესი 2 მარტიდან შეწყვეტილია”, – აცხადებენ გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის სააგენტოში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები