“მთავრობა ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ შშმ პირებს ჰქონდეთ ცხოვრების ისეთი პირობები, როგორც ეს პროგრესულ საზოგადოებას, ცივილიზებულ ქვეყანას შეეფერება”

“მთავრობა ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ შშმ პირებს ჰქონდეთ ცხოვრების ისეთი პირობები, როგორც ეს პროგრესულ საზოგადოებას, ცივილიზებულ ქვეყანას შეეფერება”, – ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქციის „ქართული ოცნება – ძლიერი ეკონომიკა” წევრმა, დეპუტატმა ედიშერ თოლორაიამ განაცხადა.

დეპუტატმა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერთან, გიორგი შენგელიასთან ერთად სოფელ დარჩელის ადმინისტრაციულ ერთეულში 90 მოსწავლეზე გათვლილი სკოლის სამშენებლო სამუშაოები მოინახულა.

” სკოლის მშენებლობას საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს და მისი ღირებულება 1 700 000 ლარია. სკოლა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის იქნება ადაპტირებული და წარმოდგენილი იქნება 9 საკლასო ოთახით, 3 კლას-კაბინეტითა და ლაბორატორიით აღჭურვილი. პროექტი ბიბლიოთეკის, კვების ბლოკის, გარდერობისა და რეკრეაციული ზონის მოწყობასაც ითვალისწინებს. ჩვენი მთავრობა ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს ჰქონდეთ ცხოვრების ისეთი პირობები, როგორც ეს პროგრესულ საზოგადოებას, ცივილიზებულ ქვეყანას შეეფერება. მჯერა, რომ ჩვენ აუცილებლად მივაღწევთ ამას”, -განაცხადა ედიშერ თოლორაიამ.​

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები