შიდა ქართლში 17 პირის ანალიზის პასუხი კორონავირუსზე უარყოფითია

ბოლო 24 საათის განმავლობაში შიდა ქართლის რეგიონიდან ლუგარის ლაბორატორიაში გაგზავნილი 17 პირის სატესტო ნიმუშიდან კოვიდ-19 არცერთ პირს დაუდასტურდა.

აღნიშნულის შესახებ “რეგიონულ კვირას“ შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციაში შექმნილი საგანგებო შტაბიდან აცნობეს.

შეგახსენებთ, რომ შიდა ქართლში კორონავირუსით დაინფიცირების უკანასკნელი შემთხვევა 15 მაისს დაფიქსირდა. ინფიცირებული 30 წლის ქალი გორის მუნიციპალიტეტის სოფელ თერგვისში ცხოვრობს და, როგორც ცნობილია, გორის სამხედრო ჰოსპიტალში მომუშავე უმცროსი მედდის კონტაქტებიდანაა. ამ დროისთვის, შიდა ქართლის რეგიონში კორონავირუსის 10 დადასტურებული შემთხვევაა:  1 -კასპის მუნიციპალიტეტის სოფელი ხოვლეში, 2 – ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელი ხიდისყურში, 7 კი – გორის მუნიციპალიტეტი სოფელი თერგვისში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები