ნადარბაზევში გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ნადარბაზევში შიდა გზების რეაბილიტაციას 784 221 ლარი მოხმარდება. სარეაბილიტაციო მონაკვეთების სიგრძე, ჯამურად, 2 532 მეტრია.
როგორც “რეგიონულ კვირას” გორის მერიიდან აცნობეს, გზის აღნიშნულ მონაკვეთებს მსგავსი სახის სარეაბილიტაციო სამუშაოები წლებია არ ჩატარებია.
“დაზიანებული საფარი გადაადგილებისას სერიოზულ პრობლემებს უქმნიდა მძღოლებსა და ქვეითებს. გარდა გზების რეაბილიტაციისა, ნადარბაზევში სასმელი წყლის სისტემის მოეწყობაც მიმდინარეობს”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.