ქუთაისში გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები განახლდა
ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელმა, დავით ერემეიშვილმა, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, მახვილაძის ქუჩაზე მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა. ადგილზე მოწესრიგდება გზის საფარი, ფეხით სავალი ნაწილი და სანიაღვრეები.
ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” ქუთაისის მერიიდან აცნობეს.
„საქალაქო ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესია მოწესრიგებული გზები. ქუთაისში, ამ ეტაპზე, ერთდროულად გზების შეკეთება ქალაქის სხვადასხვა უბანში მიმდინარეობს. სამუშაოები რეკომენდაციების დაცვით ტარდება“, – განაცხადა მერის მოვალეობის შემსრულებელმა, დავით ერემეიშვილმა.
მახვილაძის ქუჩის რეაბილიტაციისთვის 911000 ლარია გამოყოფილი. სამუშაოებს შპს „პალადა“ ასრულებს და ორ კვირაში დასრულდება.