თელავში ავტობუსების სადგომისა და დამხმარე ნაგებობის მშენებლობა დაიწყო
კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, თელავის მუნიციპალიტეტში დროებით შეჩერებული ინფრასტრუქტურული პროექტები განახლდა.
როგორც “რეგიონული კვირას” თელავის მერიიდან აცნობეს, მუნიციპალიტეტში 40 ავტობუსზე გათვლილი სადგომისა და დამხმარე ნაგებობის მშენებლობა დაიწყო.
“პროექტი ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტიდან 1 004 517 ლარით ფინანსდება. სამშენებლო სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შ.პ.ს. “ამ ჯგუფი” ასრულებს”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.