აჭარაში კორონავირუსისგან კიდევ ერთი პაციენტი გამოჯანმრთელდა
კლინიკა ,,მედალფა“ კიდევ ერთმა გამოჯანმრთელებულმა პაციენტმა დატოვა. სამედიცინო დაწესებულებაში მხოლოდ 2 ინფიცირებული რჩება. საკარანტინე სივრცეში 1438 პირი იმყოფება. კარანტინი უკვე 5 555-მა ადამიანმა დატოვა.
აჭარაში 30 აპრილის შემდეგ კორონავირუსის შემთხვევა არ დაფიქსირებულა. ბოლოს გამოკვლეული 260 პირიდან პასუხი ყველასთან უარყოფითია. გარდა ამისა, ბათუმის ცხელების კლინიკაში მოთავსებული 28 პაციენტის ანალიზის პასუხს ელოდებოდნენ, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, Covid-19 არცერთ მათგანს დაუდგინდა.