ნიკოლოზ მეტრეველი: დესტრუქციულ ძალებს ჰგონიათ, რომ მოდელი თუ შეიცვლება, მოახერხებენ საკუთარი ოჯახის შენახვასა და პარლამენტში შეღწევას (ვიდეო)

“დესტრუქციულ ძალებს ჰგონიათ, რომ მოდელი თუ შეიცვლება, მოახერხებენ საკუთარი ოჯახის შენახვასა და პარლამენტში შეღწევას”, – ამის შესახებ  კავკასიის ისტორიის, გეოპოლიტიკისა და ეკონომიკური კვლევების ცენტრის დირექტორმა, ნიკოლოზ მეტრეველმა ტელეკომპანია “პირველის” ეთერში განაცხადა.

მან დეპუტატ შოთა მალაშხიას მიმართა და აღნიშნა, რომ მის გუნდს მაჟორიტარული სისტემა არასდროს გაუკრიტიკებია და “პირიქით, დადიოდნენ 2012 წლამდე და საუბრობდნენ სააკაშვილის მეთაურობით, რა კარგია მაჟორიტარობაო.”

“საერთაშორისო კვლევები არსებობს ზუსტად 2019 წლის მსოფლიო ბანკის, სადაც “დუინგ ბიზნესით” ვართ ათეულში და წინ წავიწიეთ 2012 წლის შემდეგ ძალიან ბევრად. არსებობს, როგორც მოვიყვანე 2019 წლის ამერიკის საელჩოს დასკვნა და მსგავს შევიწროებაზე ბიზნესის არ არის საუბარი. ასევე, დესტრუქციულ ძალებს ჰგონიათ, რომ მოდელი თუ შეიცვლება, აი, ამ მოდელით მოახერხებენ მერე საკუთარი ოჯახის შენახვასა და პარლამენტში შეღწევას. ჩემი ოპონენტი მერამდენე მოწვევის პარლამენტის წევრია და რაღაც ვერ ვიხსენებ, რომ მაჟორიტარული სისტემა გაეკრიტიკებინა და ესაუბრა მის მანკიერ მხარეებზე, პირიქით, დადიოდნენ 2012 წლამდე და საუბრობდნენ სააკაშვილის მეთაურობით, რა კარგია მაჟორიტარობაო. ეს არის უიდეო ოპოზიცია, დესტრუქციული, კრიმინალებით სავსე ოპოზიცია, რომელიც ვეღარ დაბრუნდება ხელისუფლებაში”, – განაცხადა ნიკოლოზ მეტრეველმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები