მარნეულის მუნიციპალიტეტი გაიხსნა

დღეს დილიდან მარნეულში 56-დღიანი მკაცრი საკარანტინე შეზღუდვები მოიხსნა. ასევე, გაუქმდა მუნიციპალიტეტის შესასვლელში განთავსებული ყველა ბლოკპოსტი.

მუნიციპალიტეტის მცხოვრებლებს საშუალება აქვთ, გადაადგილდნენ  იმ რეგიონებში, სადაც შეზღუდვები არ მოქმედებს.
ბლოკ-საგუშაგოების დემონტაჟის პროცესს საქართველოს თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს უწყებების წარმომადგენლები ახორცილებენ.

ცნობისთვის, მარნეული კორონავირუსის პირველი დადასტურებული ფაქტის შემდეგ, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 23 მარტს ჩაიკეტა. გატარებული მკაცრი პრევენციული ღონისძიებებისა და ვირუსის გავრცელების დინამიკიდან გამომდინარე, ეპიდემიოლოგების რეკომენდაციის საფუძველზე, ხელისუფლების გადაწყვეტილებით დღეს, დილიდან მუნიციპალიტეტი ცხოვრების ჩვეულ რიტმს დაუბრუნდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები