დევნილთა სააგენტო თბილისში ბინის მიღების მსურველი იძულებით გადაადგილებული ოჯახების მონიტორინგის პროცესს 18 მაისიდან განაახლებს

დევნილთა სააგენტო თბილისში ბინის მიღების მსურველი იძულებით გადაადგილებული ოჯახების მონიტორინგის პროცესს 18 მაისიდან განაახლებს, რომელიც კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით და დევნილი ოჯახების უსაფრთხოების მაქსიმალურად დასაცავად, დროებით შეჩერებული იყო”,- ამის შესახებ ინფორმაციას დევნილთა სააგენტო ავრცელებს.

მათივე ცნობით, დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო თბილისში, ახალაშენებულ კორპუსებში ბინას კიდევ 252 დევნილ ოჯახს გადასცემს.

“ამ ეტაპზე, 212 სამოთახიანი და 40 ერთოთახიანი ბინა ნაწილდება. დამატებით, თბილისში, უკვე შესყიდულია 500-მდე ბინა, რომელთა დიდ ნაწილი ოროთახიანია. აღნიშნული ბინები დევნილ ოჯახებს განსახლების მეორე ეტაპზე გადაეცემათ. ბინების რაოდენობის გათვალისწინებით, დევნილთა საკითხების შემსწავლელმა კომისიამ განსაზღვრა, თუ რამდენ ოთახიან ბინაზე რამდენ ქულიანი იძულებით გადაადგილებული ოჯახები დაექვემდებარებიან მონიტორინგს:

ერთოთახიანი ბინები – დევნილი ოჯახები, რომლებსაც მინიჭებული აქვთ 6 ან მეტი ქულა;

სამოთახიანი ბინები – დევნილი ოჯახები, რომლებსაც მინიჭებული აქვთ 3 ან მეტი ქულა.

18 მაისიდან, ასევე, განახლდება იმ იძულებით გადაადგილებული ოჯახების მონიტორინგის პროცესი, რომლებსაც განაცხადი „სოფლად სახლის“ შესყიდვის პროექტის ფარგლებში აქვთ შევსებული”, – ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები