შიდა ქართლში ორი დღის განმავლობაში კორონავირუსის არცერთი შემთხვევა დაფიქსირებულა

ბოლო ორი დღის განმავლობაში შიდა ქართლის რეგიონიდან ლუგარის ლაბორატორაში გაგზავნილი 118 სატესტო ნიმუშიდან კოვიდ 19 არცერთ პირს არ დაუდასტურდა. აღნიშნულის შესახებ “რეგიონულ კვირას” შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციაში შექმნილი საგანგებო შტაბში განუცხადეს.
ცნობისთვის, კორონავირუსით ინფიცირების ბოლო შემთხვევა შიდა ქართლში 15 მაისს დაფიქსირდა. ინფიცირებული 30 წლის ქალი გორის სამხდრო ჰოსპიტალში მომუშავე უმცროსსი მედდის კონტაქტია. ასევე, ამ უკანასკნელის კონტაქტებიდანაა გორის მუნიციპალიტეტში დაინფიცირებული კიდევ 6 პირი.
შეგახსენებთ, ამ დროისთვის შიდა ქართლის რეგიონში კორონავირუსის 10 დადასტურებული შემთხვევაა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები